მარნეულში ფეხბურთის მოყვარულთა ლიგის შესარჩევ ტურნირში წერეთლის გუნდმა გაიმარჯვა
6 ივლისს მარნეულში ფეხბურთში მოყვარულთა ლიგის შესარჩევი ტურნირის ფინალური მატჩი გაიმართა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს სოფელ თამარისისა და წერეთლის გუნდები შეხვდნენ. ფინალური შეჯიბრი წერეთლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

„მოყვარულთა ლიგის პირველ ეტაპზე შერჩევითი მატჩები მუნიციპალურ დონეზე იმართება. მარნეულის მუნიციპალიტეტში ტურნირში 4 გუნდი იღებს მონაწილეობას: ალგეთი; ყიზილაჯლო; თამარისი და წერეთელი“. - აღნიშნულია მარნეულის მერიის განცხადებაში

სოფელ წერეთლის გუნდი ასპარეზობას რეგიონალურ დონეზე განაგრძობს და ქვემო ქართლის მასშტაბით სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენელ გუნდებს შეხვდება.

ფეხბურთის მოყვარულთა ტურნირი საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ინიციატივით ტარდება.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები