კრივი | სახილ ალახვერდოვი ჩინელ ჯიანგუან ჰუსთან დამარცხდა
ქართველი ოლიმპიელი მოკრივე სახილ ალახვერდოვი 52 კგ. წონითი კატეგორიის ასპარეზობაში ჩაერთო და პირველ წრეში რიოს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან ჩინელ ჯიანგუან ჰუს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, ალახვერდოვმა ბრძოლა მსაჯთა ერთხმა გადაწყვეტილებით დათმო და ოლიმპიადას გამოეთიშა.

პირველი რაუნდი სახილმა აქტიურად დაიწყო, დისტანციას კარგად აკონტროლებდა და თითქოს მეტოქეს მეტი დარტყმაც მიაყენა, მაგრამ მსაჯებმა სამ წუთიანი მონაკვეთი სხვაგვარად განსაჯეს და მინიმალური უპირატესობა (10:9) ხუთივე მათგანმა ჩინელს მიანიჭა.

მოპოვებული უპირატესობის შემდეგ ჰუმ ბრძოლის სტილი შეცვალა, უფრო დაცვით ტაქტიკაზე გადაერთო, ხშირად ცვლიდა დომინანტ მხარეს და მეორე რაუნდიც იგივე ანგარიშით მოიგო. მსაჯებმა მესამე რაუნდშიც ანალოგიური ანგარიში – 10:9 დააფიქსირეს ჯინგუან ჰუს სასარგებლოდ და წინა ზაფხულის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მომდევნო ეტაპზე გავიდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია