ერთი ოქრო და ერთი ვერცხლი - მარნეულელი მშვილდოსნების წარმატება საქართველოს ჩემპიონატზე
20-25 ივლისს ბათუმში მშვილდოსნობაში, კადეტებს შორის, „საქართველოს ჩემპიონატი“ და „საქართველოს თასის გათამაშება“ გაიმართა.

ჩემპიონატზე მონაწილეობას იღებდნენ მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენები სალომე ხარშილაძე და თათა ნავერიანი.

„თათა ნავერიანი საქართველოს თასზე გახდა ვიცე-ჩემპიონი, ანუ მეორე ადგილი დაიკავა. სალომე ხარშილაძე გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც დიდი მიღწევაა. მე კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო მათ“ - განაცხადა მარნეულის სპორტული სკოლის ხელმძღვანელმა მამუკა ნავერიანმა

მიუხედავად იმისა, რომ სალომე მესამე წელია რაც მშვილდოსნობითაა დაკავებული, ის საქართველოს ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა. მან კადეტებს შორის ჩემპიონის სტატუსი წინა წელსაც მოიპოვა.

„მშვილდოსნობაში პირველ დღეს ვისვრით სტარტს, ხოლო მეორე დღეს არის ფინალები. მე სტარტშიც და ფინალებშიც პირველი ადგილი დავიკავე. აღფრთოვანებული ვარ, ძალიან ბედნიერი ვარ რადგან წინა წელსაც მე ვიყავი საქართველოს ჩემპიონი და ახლაც გავიმარჯვე. ამისთვის ვვარჯიშობ, მინდა რომ წარმატებებს მივაღწიო და სულ ვიყო საქართველოს ჩემპიონი“. - გვითხრა სალომე ხარშილაძემ

სალომე მეორე წელია რაც მშვილდოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრია. აგვისტოში პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, სადაც სხვა სპორტსმენებთან ერთად მარნეულელი მშვილდოსანიც იასპარეზებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები