გურამ თუშიშვილი ტოკიოს ოლიმპიადის ფინალშია
ქართველი ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი 100 კილოზე მეტ წონით კაგეტორიაში, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ფინალშია.

ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელი დაამარცხა და ასპარეზობას ფინალში განაგრძობს. თუშიშვილის მიერ ფინალში მოპოვებული მედალი საქართველოს დელეგაციისთვის მე-4 იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ წინა სამივე მედალი საქართველომ სპორტის ამ სახეობაში მოიპოვა. ძიუდოისტებმა ლაშა შავდათუაშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა ვერცხლის მედლებიი მიიღეს, ლაშა ბექაურმა კი – ოქროს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია