გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ქართველი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი ტოკიოს ოლიმპიადის 125 კგ. წონით კატეგორიაში თავისუფალი სტილით ჭიდაობის ტურნირის ფინალში ამერიკელ მეტოქესთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მიიღო.

პეტრიაშვილის ვერცხლი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებისთვის მე-8 მედალია. ეს ქვეყნის ისტორიაში ოლიმპიადაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი შედეგია.

4 მედალი ქართველმა სპორტსმენებმა ძიუდოში მოიპოვეს, ერთი- ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, ორი მედლის მიღება კი ძალოსნებმა შეძლეს.

მათგან, ერთი ოქრო ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი ვერცხლის პრიზიორები გახდნენ. იაკობ ქაჯაიამ კი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვერცხლის მედალი მოიპოვა.

კიდევ ერთი მედლის მოპოვება ძალოსნობაში ანტონ პლესნოიმ შეძლო, რომელმაც ტრავმის მიუხედავად ბრინჯაოს მედლის აღება მოახერხა. სპორტის ამავე სახეობაში ოქროს მედალი კი ლაშა ტალახაძემ მოიპოვა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია