მარნეულელეი ძიუდოისტი ლუკა კაპანაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო
ბუდაპეშტში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ფინალში რუსეთი 4:2 დაამარცხა და გუნდურ შეჯიბრებაში 23-წლამდე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ინფორმაციის თანახმად, გუნდურ შეჯიბრებაში მარნეულელეი ძიუდოისტი ლუკა კაპანაძეც მონაწილეობდა.


ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ნახევარფინალში საფრანგეთი ანგარიშით 4-2 დაამარცხა, შემდეგ კი მასპინძელ უნგრეთის ნაკრებს 4:3 სძლია.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა რვა მედალი აიღეს. ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100) მოიპოვეს.

ტურნირზე მეორე ადგილზე ვლადიმერ ახალკაცი (81), ალეკო მამიაშვილი (73) და მძიმეწონოსანი სოფიო სომხიშვილი გავიდნენ.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები კი გიორგი ჩიქოვანი (100), გიორგი თუშიშვილი (66) და გელა ზაალიშვილი (+100) გახდნენ.


ყდის ფოტო მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები