მარნეულში მინი ფეხბურთის ტურნირი „გამარჯვების თასი“ გაიმართა

დღეს, 8 ნოემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში აზერბაიჯანის „სამამულო ომში“ გამარჯვების წლისთავისადმი მიძღვნილი „გამარჯვების თასის“ მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.

ტურნირი საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა გაერთიანების ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს საქართველოში აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა გაერთიანების და „აზერსუნ ჰოლდინგ“ საქართველოს წარმომადგენლ კომპანია DAPNA-ს მოხალისე გუნდები შეხვდნენ. თამაში საქართველოში აზერბაიჯანელი ბიზნესმენთა გაერთიანების მოგებით, შედეგით 1:0, დასრულდა.

გამარჯვებულ გუნდს სპეციალური თასი, ხოლო ტურნირში მონაწილე 10 გუნდის ყველა წევრს მედლები გადასცეს.

დაჯილდოვების ღონისძიებაზე აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოში აზერბაიჯანელი ბიზნესმენების გაერთიანების უფროსი ნარიმან ყურბანოვი, მარნეულის მერი ქენან ომაროვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურინრი 23 ოქტოომბრიდან დაიწყო. პირველი შეხვედრა აზერბიაჯნის და თურქეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების მოხალისე გუნდებს შორის ჩატარდა.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები