10 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის დღე აღინიშნება
მსოფლიო ფეხბურთის დღე გაეროს ორგანიზაციის გადაწყვეტილებით ყოველ წელს 10 დეკემბერს აღინიშნება. საერთაშორისო საზოგადოება სპორტის ამ სახეობის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს არა მხოლოდ თამაში არამედ, ცხოვრები წესიცაა.

აპორტის ამ სახეობაშუ მარნეულში რამდენიმე კლუბი არსებობს, ერთ-ერთია სახელწოდებით პ „გენჯლიკ“ კლუბის მთავარი მწვრთნელი ახმედ ისმაილოვი აღნიშნავს, რომ ამ დღესთან დაკავშირებით შეიძლებოდა მარნეულში ტურნირი დაეორგანიზებინათ,მისივე განმარტებით, მარნეულში ფეხბურთით ქრავინ არ ინტერესდება.

,, შეიძლება ითქვას, რომ მარნეულში ჩვენს გარდა არსად არ მიმდინარეობს წვრთნები. სპორტის ამ სახეობის მხრივ, რეგიონებშიც არაა კარგი მდგომარეობა. ცენტრალური და ადგილობრივ ხელისუფლება არ ინტერესდება ამ სპორტის მდგომარეობით. დღეს მსოფლიო ფეხბურთის დღეა, ერთი ტურნირის ორგანზება შეიძლებოდა, მაგრამ ვინ დააორგანიზებს. ადგილობრივ ხელისფლებას მხოლოდ ძიუდო აინტერესებთ მეტი არაფერი. მარნეულში სპორტის ამ სახეობისთვის, არაფერი არ კეთდება. 30 ბავშვი მყავს და ახლა საკონტროლო წვრთნებს გადიან და 30-ში მოვლენ წაიყვანენ სხვა შეჯიბრზე. უკვე აირჩიეს და ემზადებიან", - ამბობს ახმედ ისმაილოვი.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთი „ფეხით ბურთის თამაში“ს შესახებ მოხსენებებს ჩვენს ერამდე მეორე ათასწლეულში, ჩინეთის წყაროებში შეხვდნენ. მისი სახელწოდება ჩსუ-ჩსუ და „ფეხით ბიძგს“ ნიშნავდა. პირველად როდის დაიწყო ეს თამაში ზსუტი ინფორმაცია არ არსებობს. ზოგი ადასტურებს, რომ ფეხბურთს პირველი დამფუძნებლები VIII საუკუნეში ინგლისში მცხოვრები საქსონები იყვნენ. ისინი მოედანზე ბრძოლის შემდე,გარდაცვლილი მტების თავებს ფეხით უბიძგებდნენ. ფეხბურთი ძველ საბერძნეთში და რომში დაახლოებით 2500 წლის წინ ითამაშეს. საბერძნეთში ამ თამაშს „ბურთისთვის ბრძოლას“ უწოდებდნენ.

ზოგ წყრაოებში აცხადებენ, რომ ეს თამაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში ინგლისში შეიქმნა. 1847 წელს ფეხბურთის პირველი წესებიც ამ ქვეყანაში მიიღეს. მანამდე ყველა გუნდი თავის წესებს კითხულობდა, ეს კი ბევრ პრობლემას ქმნიდა. 1863 წელს განხილვების შემდეგ ინგლისის ფეხბურთის ფედერაციის რიგითი წესები მიიღეს. ამავდროულად კარის და მოედნის ზომა დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთი მთელ მსოფლიში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. გადაწყვეტილების მიხედვით ყოველ წელს 10 დეკემბერს მსოფლიო ფეხბურთის დღე აღინიშნება. ეს დღესასწაული გაეროს გადაწყვეტილებით შეიქმნა და პლანეტის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის, ფეხბურთისადმი პატივისცემის ნიშნად მიიღეს. ფეხბურთის დღე სპორტსმენების და თაყვანისმცემლების გამაერთიანებელი დღესასწაულია. ფეხბურთი ამჟამად მხოლოდ ერთი თამაში არაა, დიდი სპორტის საქმეა. ნიჭიერი სპორტსმენები ამ თამაშში დიდ შემოსავალს იღებენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები