მარნეულელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში საქართველოს თასის შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა

11-12 დეკემბერს კიკბოქსინგში საქართველოს თასის შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრზე მარნეულელი სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.



რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელი სპორტსმენი და მწვრთნელი რამილ მეჰდიევი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტიდან შეჯიბრში ორმა სპორტულმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

„ჩემი სპორტული კლუბიდან 7 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათგან სამი ოქროს, სამი კი ვერცხლის მედლით დაბრუნდა შეჯიბრიდან. აზერ მამედოვის კლუბიდან კი 18 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მათგან ოთხმა ოქრო, სამმა კი ვერცხლის მედალი მიიღო“ - აცხადებს რამილ მეჰდიევი

კიკბოქსინგში საქართველოს თასის შეჯიბრი თბილისში გაიმართა.

რადიო „მარნეული“

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები