მარნეულელმა სპორტსმენებმა “Tbilisi Open Cup”-ში მიიღეს მონაწილეობა (ფოტო)
10-12 დეკემბერს თბილისში ჩარარებულ “Tbilisi Open Cup”-ის ტურნირზე 25 რაიონის წარმომადგენელმა 180-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აკბეროვმა განაცხადა, რომ შეჯიბრში მონაწილეობა მარნეულელმა სპორტსმენებმაც მიიღეს. ტურნირი საქართველოს ტაიბოქსინგის და კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

„მარნეულიდან ჩემი, ნამიგ საფაროვის და ფაიგ მამედოვის მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემი გუნდიდან ორმა, ნამიგ საფაროვის გუნდიდან ოთხმა, ფაიგ მამედოვის გუნდიდან კი ორმა სპორტსმენმა გაიმარჯვა“, - აცხადებს ტოფიგ აკბეროვი

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტაიბოქსინგის და კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით 2021 წელს მარნეულელმა სპორტსმენებმა 8 შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა საედანაც 6 საქართველოში, ხოლო ორი საზღვარგარეთ ჩატარდა.

გთავაზობთ ტურნირში მონაწილე მარნეულის კლუბებისა და გამარჯვებული სპორტსმენების ჩამონათვალს:

გიორარხის სპორტული კლუბის 2 სპორტსმენი
  1. ორხან ასკეროვი 60 კგ
  2. ფაიგ ოჯახვერდიევი 57 კგ
„ჯალილ საფაროვის“ სახელობის დიდი მუღანლოს კიგბოქსინგის კლუბის 4 სპორტსმენი
  1. მეჯიდოვი ალი 28 კგ
  2. ბუდაგოვი იბრაჰიმ 38.5 კგ
  3. ბაირამოვი კურშადი 42 კგ
  4. ბაირამოვი რუსლან 51 კგ
მარნეულის კარატეს ფედერაციის 2 სპორტსმენი
  1. კერიმოვი ჰუსეინ 45 კგ
  2. გადიმოვი ელდარ 51 კგ

რადიო "მარნეული"

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print