საჰილ ალახვერდიევმა ერევანში გამართულ ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა
დღეს, 30 მაისს, კრივში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი საჰილ ალახვერდიევი, სომხეთის დედაქალაქი ერევანში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატში, ოქროს მედალოსანი გახდა. საჰილ ალახვერდიევი 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან რადიო „მარნეულთან“ საუბროსას განაცხადა, რომ გამარჯვება ძალიან სასიამოვნო გრძნობაა.

"შეჯიბრი 23 მაისს დაიწყო. პირველი მოწინაადეგე სომეხი მოკრივე იყო. 5:0 მოვიგე. ნახევარ ფინალში პოლონელ სპორტსმენს შევხდი და გავიმარჯვე. დღევანდელი მოწინაარმდეგე კი ბულგარეთიდან იყო. ისიც დავამარცხე და ოქროს მედალი მივიღე. ყველა შეჯიბრი რთული იყო. არც ერთი მოწინააღმდეგე არ იყო სუსტი. ყველას თავისებური სირთულე ჰქონდა. ძალიან ლამაზი გრძნობაა ამ შეიჯბრზე გამარჯვება. ამას სიტყვებით ვერ გადავცემ", - აცხადებს საჰილ ალახვერდიევი

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით დღეს ტურნირზე კიდევ სამი ქართველი მეკრივე იბრძოლებს პირველობისთვის.

აღსანიშნავია, რომ საჰილ ალახვერდიევი თბილისში დაიბადა. 11 წლიდან კრივით არის დაკავებული. მწვრთნელი კი ფიზული აკბეროვია. ალახვერდიევმა 15 წლის ასაკში ორჯერ მოიპოვა საქართველოს პირველობა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები