ქალაქ ადანაში ჩატარებულ კიკბოქსინგის ტურნირზე საქართველოს სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა (FOTO)
28 მაისს თურქეთის ქალაქ ადანაში “Çukurova Fight Night” კიკბოქსინგის ტურნირი ჩატარდა. შეჯიბრზე საქართველოს სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილოებას. ამის შესახებ რადიო მარნეულს „საქართველოს აზერბაიჯანელთა სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარემ ტოფიგ აკბეროვმა უთხრა. მისი თქმით, თურქეთის კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ შეჯიბრზე, საქართველოს სპორტსმენებმა გაიმარჯვეს.

„შეჯიბრზე ორი სპორტსმენი- ემილ ხალილოვი და რათხან ოსმანოვმა დაამარცხეს მოწინააღმდეგე და გაიმარჯვეს. ემილ ხალილოვი უფროსებს შორის ყველაზე მაღალი კატეგორიაზე ბრძოლობდა. A კლასზე მებრძოლ ემილ ხალილოვმა მოწინააღმდეგე დაამარცხა და გაიმარჯვა. რათხან ოსმანოვი კი C კლასზე ბრძოლობდა. მანაც გაიმარჯვა. შეჯიბრზე უცხო ქვეყნებიდან ჩამოსული ბევრი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ჩვენი სპორტსმენების მოწინააღდეგები თურქი სპორტსმენები იყვნენ. სამწუხაროდ შეჯიბრზე მონაწილე ოზჯან ახმედვომა ვერ გაიმარჯვა. ის დამარცხდა. ეს შეჯიბრი აპრილის ბოლოს მაისის დასაწყისში სტამბოლში ჩატარებული პროფესიული შეჯიბრების გაგრძელება იყო. მომდევნო თვეებში პროფესიული შეჯიბრები იქნება. მაგრამ ძირითადი მიზანი ოქტობრის თვეში გერმანიაში ჩატარებული შეჯიბრია. ახლა იქ წასასვლელად ვემზადებით. ამის გარდა ზაფხულსი თვეებში შეჯიბრები გვექნება. შიდა ქვეყნის და ასევე უცხოეთში. ვიმედოვნებ რომ ამ შეჯიბრებზეც გავიმარჯვებთ“.

საქართველოს ტაიბოქსინგის და კიქბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენებს გამარჯვებას ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ.

აღსანიშვანია რომ ემილ ხალილოვი, რათხან ოსმანოვი და ოზჯან ახმედოვი გარდაბანში მოქმედი ყარაჯალარის სპორტული კლუბის სპორტსმენები არიან. სამივე სპორტსმენის მწვრთნელი ისფაჰან ალიევია.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები