მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონები გახდნენ
მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები, სანდრო იაკობაშვილი და ზაზა დავაძე, საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე, ჩემპიონები გახდნენ. როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულ სკოლაში გვითხრეს, შეჯიბრში საქართველოდან 20 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

,,ჩემპიონატი 2-5 ივნიის კუნძულ ჰერაკლიონზე  მიმდინარეობდა. ჩვენმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ბოლო დღეს, გუნდურ ასპარეზობაში, პირველობა მოიპოვეს, ასევე ოთხი ოქროს, ერთი ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს". – თქვეს სპორტულ სკოლაში

საბერძნეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წასულ საქართველოს ნაკრების დელეგაციას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აღმასკომის წევრი, მამუკა ნავერიანი ხელმძღვანელობდა.












ფოტოები აღებულია მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები