აზერბაიჯანში ტრანსფერი დაადასტურეს - ქანთარია „კიაპაზში“ ითამაშებს
„კაიპაზი“ ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერის განხორციელებას გეგმავს. გამოცემა „აზერისპორტმა“ დაადასტურა, რომ აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა გიორგი ქანთარია მიიწვია.

„საუბარია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილ მცველ გიორგი ქანთარიაზე. „დინამო თბილისის“ 25 წლის აღზრდილის ბოლო კლუბი „თელავი“ იყო. მან წინასწარი თანხმობა „კიაპაზში“ გადასვლაზე უკვე თქვა. მანამდე ქანთარია ბელარუსულ „ნემანში“ თამაშობდა“, – წერს გამოცემა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 5 ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. „საბახში“ დავით ვოლკოვი გადავიდა, ბაქოს „ნეფთჩისთან“ კონტრაქტი საბა კვირკველიამ გააფორმა. მანამდე „ყარაბაღმა“ ლუკა გუგეშაშვილის ტრანსფერი გამოისყიდა, ხოლო „შამახში“ მერაბ გიგაურს კონტრაქტი დაუსრულდა, მაგრამ ჯერ კლუბი მასთან დაშორებას არ ცდილობს.

მეხუთე ქართველი აზერბაიჯანში გიორგი ქანთარია იქნება, რომელსაც „კაიპაზი“ უახლოეს პერიოდში წარადგენს.

წყარო: პირველი არხი
Print