მარნეულში ჭადრაკში ღია პირველობა გაიმართება

20 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში,


ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის, ღია პირველობა გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება, სადაც ნათქვამია, რომ ღონისძიება მარნეულის მერიისა და სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართება.

,,მიმდინარე წლის 20 ივლისს, 12:00 საათიდან, ჭადრაკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკის შენობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და სპორტული სკოლის ორგანიზებით, გაიმართება "მარნეულის ღია პირველობა ჭადრაკში" მოყვარულ მოჭადრაკეთა შორის".- წერია ფეისბუქ გვერდზე

ტურნირის გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით და თასებით ტურნირნში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლება. რეგისტრაცია 20 ივლისს, 10:00 საათიდან დაიწყება.


 

Print