მარნეულელმა კიკბოქსიორებმა საერთაშორისო ტურნირზე ოქროსა და ვერცხლის მედლები მოიპოვეს
29-31 ივლისს ქალაქ ქუთაისში,  კიკბოქსინგში საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც მარნეულიდან  ექვსი სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. მარნეულის სპორტული სკოლის პიარის სამსახურში გვითხრეს, რომ შეჯიბრიდან  სპორტსმენები სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ.

,,26 კგ წონით კატეგორია, პირველი ადგილი - არაზ აშიროვი.
45 კგ წონით კატეგორია, პირველი ადგილი - მიხაილ გოგიანი
51 კგ წონით კატეგორია, პირველი ადგილი - გიორგი მირზოიანი
26 კგ წონით კატეგორია, მეორე ადგილი- დავით მაკარიანი,
32 კგ წონით კატეგორია, მეორე ადგილი- არტურ მირზოიანი,
42 კგ წონით კატეგორია, მესამე ადგილი -გიორგი ანანიან."


ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ: ირანის, სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის წარმომადგენლები.

გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები