მარნეულელი ძიუდოისტები პოლონეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
მარნეულელმა სპორტსმენებმა, ზაზა დავაძემ და სანდრო იაკობშვილმა  პოლონეთში,  ქალაქ კრაკოვში, მსოფლიო ჩემპიონატზე, ვეტერან ძიუდოისტთა შორის, წარმატებით იასპარეზეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ზაზა დავაძე სპორტით 7 წლის ასაკიდან დაკავდა. ახლა ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ხელმძღვანელის მოადგილეა და აქტიურადაა ჩართული მომავალი თაობის აღზრდაში. როგორც თავად ამბობს, მიღწეული გამარჯვება დამატებითი პასუხისმგებლობა და სტიმულია. 

"იდეალური გრძნობაა გამარჯვება. ამ ყველაფერს სჭირდება შრომა და როდესაც შრომა გიფასდება, ძალიან გიხარია. გარდა ამისა, პასუხისმგებლობაა ძალიან დიდი. ჩვენ ვეტერანი ძიუდოისტები ვართ და ჩვენი ვარჯიში, შემართება და ჩემპიონობა, ეძღვნება ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, რომლებიც გვინდა, რომ ჩვენს რაიონში ყველა სპორტით დაკავდნენ და სტიმული მიეცეთ. პოლონეთში საგულშემატკივროდ იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ესეც დამატებით სტიმული და პასუხისმგებლობა იყო ჩვენთვის" - ამბობს ზაზა დავაძე. 

კიდევ ერთი გამარჯვებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში მცხოვრები  სანდრო იაკობაშვილია. 27 წელია, რაც სპორტითაა დაკავებული და ახლა საკუთარ გამოცდილებას მოსწავლეებს უზიარებს. ამბობს, რომ მისი ყველა გამარჯვება სწორედ მათ ეძღვნება.

"პირველად ვიჭიდავე მსოფლიო ჩემპიონატზე ზოგადად და, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იყო. ჩემი ნებისმიერი გამარჯვება, ეძღვნება ჩემს პატარა მოსწავლეებს, მომავალ თაობას. მინდა, რომ მათ მივცე მაგალით, რადგან რაც შეიძლება  დიდხანს იყვნენ სპორტში, დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ბევრჯერ გვასახელონ"
- ამბობს სანდრო იაკობაშილი

პოლონეთში მსოფლიო ჩემპიონატს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მათ შორის მარნეულის მერი კენან ომაროვი და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები