მარნეულის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა თბილოსში ჩატარებულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა
24-25 სექტემბერს თბილისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ძიუდოს საერთაშორისოტურნირი გაიმართა.

2007-2008 და 2009-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებს შორის ჩატარებულ ტურნირში მარნეულის სპორტული სკოლის ძიუდოისტებმა მიიღეს მონაწილეობა.

მარნეულის სპორტის სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ძიუდოისტებმა ტურნირში წარმატებით იასპარეზეს. ერთმა მათგანმა მეორე, ხოლო ორმა მესამე ადგილი დაიკავა.
  • მეორე ადგილი - ბექა ჭკადუა (მწვრთნელი- გიგლა წიფიანი)
  • მესამე ადგილი - ალი ისმაილოვი - (მწვრთნელი რზა აბასოვი)
  • მესამე ადგილი - ანდრო პაპუნაშვილი (მწვრთნელი თემურ ჟორჟოლიანი)

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები