თბილისში ჩატარებული კიქბოქსინგის ჩემპიონატზე ავთანდილ მეჰდიევი და რევან კოხაევი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ
14-16 ოქტომბერს თბილისში კიქბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა . შეჯიბრზე მარნეულიდან 12 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. 12 სპორტსმენიდან ავთანდილ მეჰდიევი და რევან კოხაევი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ.

„საქართველოს აზერბაიჯანელ სპორტსმენთა კავშირის“ თავმჯდომარე ტოფიგ აკბეროვი რადიო "მარნეულთან" საუბრისას აცხადებს, რომ შეჯიბრს მარნეულიდან ორი სპორტული კლუბი შეუერთდა. მისი თქმით, ამ შეჯიბრზე გამარჯვებული სპორტსმენები მომდევნო ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მიიღებენ მონაწილეობას.

მარნეულიდან შეჯიბრის მონაწილეებიდან ერთ-ერთი კლუბი ჩემი, „გიორარხის“ სპორტული კლუბია. მეორე კი ნამიგ საფაროვის „ჯალილ საფაროვის: სახელის სპორტული კლუბია". შეჯიბრს ორი სპორტული კლუბიდან 12 სპორტსმენი შეუერთდა. ამ შეჯიბრზე საქართველოს ჩემპიონის სტატუსი ვინც მოიპოვა ის მომდევნო ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებზე მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს“

კიქბოქსონგზე საქართველოს ჩემპიონის სტატუსისთვის ჩატარებულ შეჯიბრზე სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტბიდან 160-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. შეჯიბრზე მონაწილე კლუბებს შორის გარდაბანში მოქმედი სპორტული კლუბ ყარაჯალარის მოზარდებმა კლუბებს შორის პირველი ადგილი მოიპოვებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები