ბოლნისელმა სპორტსმენებმა კიკბოქსინგში საქართველოს ჩემპიონატზე გაიმარჯვეს

ბოლნისის რაიონში მოქმედი კიკბოქსის კლუბის „ინამ“-ის ორმა სპორტსმენმა 13-16 ოქტომბერს, თბილისში გამართულ,

საქართველოს რიგით 29-ე ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ჩემპიონატის ორგანიზატორი ტაიბოქსის და კიკბოქსის ფედერაციაა.

კიქბოსის კლუბ „ინამის“ მთავარი მწვრთნელის შაჰინ ბახტიაროვის თქმით, მისი სტუდენტებიდან ერთ-ერთი პირველ ადგილზე გავიდა. მეორემ კი მეორე ადგილი დაიკავა.

„ჩვენი სპორტულ კლუბში ვარჯიში უფასოა. ჩემი ოცნებაა რომ მოზარდები გავზარდო. ბავშვები და ახალგაზრდები სწორ გზაზე დავაყენო, რათა მავნე საქციელებისაგან შორის იყვნენ, ჯანსაღი და ძლიერები იყვნენ. საქართველოს ჩემპიონატზე ჩემმა ორმა სტუდენტმა, გაიმარჯვა. რუფატ მამედოვმა პირველი, ნურუ კალაევმა კი მეორე ადგილი დაიკავა“.

ბახტიაროვის თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მას და ორივე გამარჯვებულ სპორტსმენს ჯილდო გადასცა.

კიკბოქსინგის კლუბი „ინამი“ შახინ ბახტიაროვის მიერ 2013 წლის დეკემბერში შეიქმნა. შექმნის დღიდან კლუბმა 152 სპორტსმენი აღზარდა.

აღსანშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატს მარნეულიდან 12 სპორტსმენი შეუერთდა. 12 სპორტსმენიდან ავთანდილ მეჰდიევი და რევან კოხაევი საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. ხუთმა სპორტსმენმა მეორე, ხუთმა კი მესამე ადგილი დაიკავა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები