რაშად ორუჯოვმა გერმანიაში ჩატარებულ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გაიმარჯვა

22 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, წარმოშბით დმანისის სოფელი ზემო ყარაბულახის მკვიდრმა,

რაშად ორუჯოვმა გერმანიის ქალაქ ნიდერ-ლიბენსბახში ჩატარებულ “Regionalliga Baden-Württemberg” ლიგაში მიიღო მონაწილეობა. გერმანიის კლუბის წარმომადგენელი ორუჯოვმა შეჯიბრის პირველი შეხვედრა 57 წამში დაასრულა და გაიმარჯვა. სპორტსმენის მწვრთნელი თაბრიზ ბაღმანოვი რადიო „მარნეულთან“ საუბრისასა განაცხადა, რომ ორუჯოვმა მომდევნო ცხრა შეჯიბრის ჩასატარებლად ხელშეკრულება უკვე გააფორმა.

„რაშად ორუჯოვმა ამ გამარჯვებით ფულადი ჯილდო მოიპოვა და კიდევ 9 შეჯიბრისთვის ხელშეკრულება გააფორმა. ასეთ დიდ შეჯიბრში მონაწილეობა ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენ გვჯეროდა რომ რაშადი ამას შეძლებდა“. - აღნიშნა თაბრიზ ბაღმანოვმა

აღსანიშნავია, რომ რაშად ორუჯოვმა ივნისში გერმანიის კლუბთან “SVG Nieder-Liebersbach” ხელშეკრულება გააფორმა. ის ოქტომბრის თვიდან 3 თვის განმავლობაში ბერძნულ-როამეულ ჭიადობაში გერმანიის კლუბს წარადგენს.

რადიო „მარნეული“

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები