„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი გახდა
„სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი გახდა. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრის“ ხელმძღვანელმა რაშან ზიადალიევმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს 21 ოქტომბრიდან შეუერთდა.

„აღნიშნული საბჭო ყველაზე დიდი საბჭოა მთელი საქართველოს მასშტაბით, სადაც წარმოდგენილი არიან სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენლები. ეს საბჭო უკვე წლებია აქტიურად ფუნქციონირებს, ატარებს სხვადასხვა კვლევებს, საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობს და აძლევს რეკომენდაციას სახელმწიფოს თუ რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა გააკეთოს. თუ რატომ არის მნიშნველოვანი ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი ინტეგრაცია, სამოქალაქო ჩართულობა და ა.შ. ეს საბჭო მუშაობს ყველა მიმართულებით რაც ეთნიკურ უმცირესობებს ეხება“. - ამბობს რაშან ზიადალიევმა

რაშან ზიადალიევის განცხადებით, ის მოხარულია რომ „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ სახალხო დამცველის ოფისთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრი გახდა და ორგანიზაცია საკუთარ წვლილს შეიტანს არსებული პრობლემების მოგვარებაში.

„ჩვენთვის მნიშნველოვანია ამ დროსიათვის მიმდინარე პროცესები, რადგან ვიცით, რომ ეს საბჭო სახალხო დამცველის ოფისთან მუშაობს. შესაბამისად, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თუ ვინ იქნება მომავალი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, ვინც იქნება სახალხო დამცველი უნდა იყოს კეთილსინდისიერი, პროფესიონალი, უნდა უყუროს ყველას თანასწორად, უნდა იყოს სამართლიანი, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს დიდი გამოცდილება ადამიანის უფლებების მიმართულებით მუშაობის, ასევე აღსანიშნავია, თუ როგორი მიდგომა ექნება ეთნიკური უმცირესობების მიმართ და როგორ ითანამშრომლებს მათთან. ამ კრიტერიუმებიდან გამომდინარე მე ძალიან მინდა რომ არჩეული იყოს ისეთი სახალხო დამცველი რომელიც იქნება დამოუკიდებელი და აბსოლიტურად ყველა ჯგუფთან იმუშავებს“.

ზიადალიევის განმარტებით, „სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი“ მაქსიმალურ ძალისხმევას გამოიყენებს იმისათვის, რომ დაიცვას საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობის ჯგუფის უფლებები და შეიტანოს თავისი წვლილი მათი პრობლემების მოგვარებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები