მარნეულის "ალგეთის" ფეხბურთელებმა გორის გუნდი დაამარცხეს
12 წლის მარნეულელმა ფეხბურთელებმა 30 ოქტომბერს, გორის გუნდი 3:2 დაამარცხეს. ამის შესახებ ინფრმაციას მარნეულის სპორტულმა სკოლამ გაავრცელა.

"ფეხბურთში "ჩემპიონ ლიგის" გათამაშების მეორე წრე მიმდინარეობს
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს მარნეულის ფეხბურთის გუნდმა "ალგეთი" ჩემპიონ ლიგის გათამაშების კალენდარული თამაში გამართა, 2010 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა შორის ქალაქ გორში, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მარნეულის "ალგეთი" და გორის "გორი. მატჩი დამთავრდა "ალგეთის" გამარჯვებით, ანგარიშით 3:2" -წერია სპორტული სკოლის ფეისბუქ გვერდზე.

სპორტული სკოლის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს სამ ასაკობრივ კატეგორიაში - 2007 წელს დაბადებულები, 2008 წელს დაბადებულები და 2010 წელს დაბადებულები









ყდის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლის ფეისბუქი


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები