მარნეულელი სალომე ხარშილაძე მშვილდოსნობაში საქართველოს თასის ჩემპიონი გახდა
მარნეულელი მშვილდოსანი გოგო საქართველოს თასის ჩემპიონი და ქეთევან ლოსაბერიძის თასის მფლობელი გახდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 26-29 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, გაიმართა ქეთევან ლოსაბერიის სახელობის საქართველოს თასის ფინალი სადაც სალომე ხარშილაძემ ქალთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.

„ტურნირის ფარგლებში, ქალებისა და კაცების კატეგორიაში გამარჯვებულებს სალომე ხარშილაძესა და ჯაბა მოსეშვილს შორის გაიმართა სუპერ ფინალი, ქეთევან ლოსაბერიძის თასის გათამაშება, სადაც გამარჯვება მოიპოვა სალომე ხარშილაძემ და გახდა თასის მფლობელი. ტურნირი ჩატარდა მსოფლიო ფედერაციის„ WORLD ARCHERY“ (WA)-ის წესების მიხედვით“. - აღნიშნული სპორტული სკოლის განცხადებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, ტურნირში გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორმა მამუკა ნავერიანმა დააჯილდოვა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები