მარნეულელმა სპორტსმენმა თბილისში ჩატარებულ სავატეს პროფესიულ შეჯიბრზე პირველ ადგილი მოიპოვა
30 ოქტომბერს თბილისში სავატეს საერთაშორისო ტურნირი გაიმართა. თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ ტურნირზე მარნეულელმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა. საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტ ფაიგ მამედოვის თქმით, მისი სპორტული კლუბიდან „ოქროს მგლიდან“ 5 სპორტსმენი შეუერთდა შეჯიბრს.

„თბილისში ჩატარებულ შეჯიბრზე 5 სპორტსმენი იყო წასული. მათგან 2 პროფესიოულ, 3 კი მოყვარულ შეჯიბრზე იღებდა მონასწილეობას. პროფესიულ შეჯიბრზე სპორტსმენება 4 ქამრისთვის იბრძოლეს. მათგან 1 ქამარი ჩემმა სპორტსმენმა აიღო. 55 კგ კატეგორიაზე ალტუნ ასკეროვი გახდა ქამრის მფლობელი და პირველ ადგილზე გავიდა. 70 კგ კატეგორიაზე პროფესიულ შეჯიბრზე მებრძოლმა მუჰამედ ახმედოვმა კი ფინალში წააგო და მეორე ადგილზე გავიდა. სამოყვარულო შეჯიბრზე სპორტსმენები ნიჯათ ალიზადე პირვე ადგილზე გავიდა, მან თასი და მედალი მიიღო. ამილ ფირვერდიევი და ქენან მუსაევი კი მეორე ადგილზე გავიდნენ“.


ტურნირზე მარნეულთან ერთად გარდაბანი, საგარეჯო, თბილისი და საქართველოს სხვა კუთხეებიდანაც იყვნენ სპორტსმენები. გარდაბანში მოქმედი სპორტული კლუბი „ყარაჯალარი“- ს სპორტსმენმა პროფესიულ შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზა და ქამარი მოიპოვა. კლუბის მწვრთნელ, ისფაჰან ალიევის თქმით, მისმა სპორტსმენები აღნიშნული შეჯიბრისთის კარგად მოემზადნენ.

„ჩემი სპორტული კლუბიდან შეჯიბრზე 4 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. პროფესიულ შეჯიბრზე მონაწილე 60 კგ კატეგორიაზე მებრძოლმა ელთუნ მამედოვმა ქამარი მიიღო და 1 ადგილზე გავიდა. სამოყვარულო შეჯიბრზე მონაწილე 3 სპორტსმენი - ფატულაჰ ხალილოვი, აფტანდილ მეჰდიევი და ფაშა ბაირამოვი 1 ადგილზე გავიდნენ, მედლები და თასი მიიღეს“.


პროფესიულ შეჯიბრზე პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს 200 ლარი, მეორე ადგილზე კი 100 ლარი გადასცეს. აღნიშნულ შეჯიბრზე ბოლნისი რაიონის სოფელ ქვემო არქევანში მოქმედი კიქბოქსის კლუბი „ინამის“ სპორტსმენებიც იღებდნნე მონაწილეობას. კლუბის სპორტსმენები სამოყვარულო შეჯიბრზე გავიდნენ. 


4 ქამრისთვის ჩატარებულ პროფესიულ შეჯიბრზე ოთხიდან ერთი თბილისმა, ერთი სომხეთის სპორტსმენმა მიიღო.

თბილისში ჩატარებულ ტურნირზე საქართველოდან და სომხეთიდან სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.


Print ელ. ფოსტა
თეგები: Bolnisi İdman Marneuli Qardabani
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები