გარდაბნელმა სპორტსმენმა 2023 წელს ჩასატარებელ III ევროპული თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა
საქართველოს ტაიბოქსინგ/კიგბოქსინგის ფედერაციის სპორტსმენები 11-20 ნოემბერს, თურქეთის ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ დიდებს შორის "wako კიგბოქინზე" ევროპის ჩემპიონატზე იღებენ მონაწილეობას. საქართველოს სპორტსმენებმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მოწინააღმდეგეები დამრცხეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ.

"საქართველოს აზერბაიჯანელთა სპორტსმენთა კავშირის" თავმჯდომარე ტოფიგ აკპეროვი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს , რომ მომდევნო ეტაპზე საქართველოს სამი სპორტსმენი გადავიდა.

"მომდევნო ეტაპზე გასული სპორტსმენები 63 კგ წონის კატეგორიაზე ემილ ხალილოვი, 75 კგ-ზე ლუკა შონია და 86 კგ კი ზურაბ ივანიაძეა. აღნიშნული სპორტსმენები 2023 წელს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ჩასატარებელ III ევროპულ თამაშებზე ლიცენზია მოიპოვეს. ამ შეჯიბრის მერე ძირითადი სამიზნე 2024 წელს საფრანგეთში ჩასატარებელი საზაფხულო ოლიმპიის თამაშებია".

აკბეროვის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ერთმა აზერბაიჯანელმა კიგბოქსინგზე ევროპულ თამაშებზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

"ჩვენ იმიტომ გვიხარია, რომ რეგიონის სპორტსმენები მომდევნო წელს ევროპაში ჩასატარებელ მესამე ევროპის თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვეს. ძირითადად კი ემილ ხალილოვის გამარჯვებაა. ემილ ხალილოვმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე სლოვაკელი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გადავიდა. მისი ამ შეჯიბრზე გამარჯვება დიდი გრძნობაა და საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანლებს შეუძლიათ ამით იამაყონ. გვჯერა რომ ემილ ხალილოვი ამ და სხვა შეჯიბრებზე იმედებს გაამართლებს“.

ემილ ხალილოვი გარდაბანში მოქმედ კლუბი ყარაჯალარის სპოეტსმენია. მისი მთავარი მწვრთნელი ისფაჰან.ალიევია. ემილ ხალილოვი რიგით ქვეყნებში იღებდა მონაწილეობას შეჯიბრებზე და წარმატებებს მიაღწია. აკბეროვმა ისიც აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა კიქბოქსინგი 1987 წელს შეიქმნა, ისტორიაში პირველად შეიტანეს ოლიმპიის თამაშებზე. შეგახსენებთ, რომ პირველი ოლიმპიის თამაშები 2015 წელს 12-28 ივნისს ბაქოში იყო ორგანიზებული. მეორე ევროპის თამაშები კი 21-30 ივნისს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში ჩატარდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები