მარნეულელმა სპორტსმენმა თბილისში ჩატარებულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

4-6 დეკემბერს ქალაქ თბილისში მდებარე ოლიმპიურ ცენტრში მიხეილ სალაძის სახელობის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი ჩატარდა.

ტურნირზე მარნეულში მოქმედი „ოლიმპ სპორტული სკოლის“ მოზარდები იღებდნენ მონაწილეობას. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ სკოლის ბერძნულ-რომაეული ჭიდაობის მწვრთნელმა ელჩინ მუსტაფაევმა მოაწოდა. მისი თქმით, შეჯიბრში მათი სკოლიდან 3 სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

„მინდა გაცნობოთ, რომ ბერძნულ-რომაეული ჭიდაობა ოლიმპიური სპორტის სახეობაა. ეს სახეობა რომ განვითარდეს მარნეულში ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. ჩვენი მიზანი ისაა, რომ მოზარდები მოვიზიდოთ ამ სპორტზე. მათ შეუძლიათ თავიანთი თავი დ ასევე ეს სახეობა განავითარონ. მიზანი გვაქვს რომ ახალგაზრდები მავნე ჩვენებებს დავაშოროთ. ვიზრუნოთ მათ ჯანსაღ აზროვენბაზე. ჩვენი მიზანი დიდია. მოსწავლეები დიდი ინეტერსით აგძელებენ წვრთნას. შეჯიბრებზე განსხვავდებიან სხვებისაგან. ეს ნიუანსები ძალიან გვახარებს. წინ ბერვი შეჯიბრი გველოდება. 17-18 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში შეჯიბრი გვაქვს. ყველა შეჯიბრი გამოცდილებაა. ახლა შეცდომებზე ვმუშაობთ. რუსთავის ჯგუფთან მოლაპარაკებები გვქონდა. გუნდებს ვარეთიანებთ და მომზადებას გავაგრძელებთ. მინდა გაცნობოთ, რომ ერთი მოსწავლე რაშად ორუჯოვი ამჟამად გერმანიის კლუბში ჭიდაობს. ამ თვის ბოლოსკენ დაბრუნდება და დიდებს შორის საქართველოს პირველობაზე მიიღებს მონაწილეობას. ასევე რაშადი ეროვნული გუნდის წევრია. ერთი სპორტსმენი რავილ მამედოვი კი აზერბაინაის ქალაქ ბაქოში წვრთნების კრებაზეა. იქ გადის წვრთნებს. ის ქვეყანაში დაბრუნდება და 2 თვის მერე დაგეგმილ ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. მიზნობრივად ყველა მასწავლებელი და მოზარდი ვმუშაობთ. იმედი გვაქვს მივაღწევთ მიზანს. ყველას ვუხდით მადლობას ვინც მხარს გვიჭერს“ - აცხადებს ელჩინა მუსტაფაევი

შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს ჰუსეინ მანსუროვმა, ნიზამ კასუმოვმა და ნასირ ბაირამოვმა. მათ შორის ნასირ ბაირამოვმა მედალი მოიპოვა. ბაირამოვის თქმით, ეს შეჯიბრი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

„ეს შეჯიბრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სულ წვრთნებში ვართ, მაგრამ რაც შეგვიძლია ამას შეჯიბრებზე ვაჩვენებთ. მე 51 კგ კატეგორუაზე გავდივარ შეჯიბრზე. მაგრამ ამ შეჯიბრზე მასწავლებლებმა მე 55 კგ-ზე გამიშვეს. ამ შეჯიბრზე 3 შეხვედრა მქონდა. პირველზე დავმაცხდი. მომდევნო ორი შეჯიბრი გამარჯვებით დავასრულე და ბრინჯაოს მედალი მივიღე. ჩემი მიზანი მარტში ჩასატარებელ საქართველოს პირველობაზე მონაწილეობაა. მჯერა რომ იმ შეჯიბრზე 51 კგ-ზე გავალ და გავიმარჯვებ. ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის სახელით გავალ“. - ამბობს ნასირ ბაირამოვი

ჩემპიონატი 2006-2007 წელს დაბადებულ სპოტსმენებს შორის ჩატარდა. სპორტსმენების მწვრთნელი ელშან გოჯაევი აცხადებს, რომ მათთვის შეჯიბრი მაღალ დონეზე ჩატარდა.

შეჯიბრში მარნეულთან ერთად რუსთვის, თბილისის, ქუთაისის, გარდაბანის, ოზურგეთის, წალკის, აჭარის, ხობის, ჭიათურის და სხვა მუნიციპალიტეტების სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

 

Print