ქალაქ რუსთავში მძიმე ათლეტიკაზე ღია ჩემპიონატი ჩატარდა (ფოტო)
18 დეკემბერს, ქალაქ რუსთავში მძიმე ათლეტიკაზე „რუსთავის ღია ჩემპიონატი“ ჩატარდა. ჩემპიონატზე ბოლნისის რაიონის სოფელ სანაბის მკვიდრი ელიზბარ მამედოვმა მიიღო მონაწილობა. უფროსებს შორის ჩატარებულილ ჩემპიონატზე ელიზბარ მამედოვმა 85 კგ წონით კატეგორიაში იბრძოლა. მან “Powerlifting” სპორტის “Bench-press” სახეობაზე ჩატარებულ შეჯიბრზე 150 კგ სიმძიმე აწია და პირველი ადგილი მოიგო.

ელიზბარ მამედოვი შეჯიბრს „რუსთავის ჩემპიონთა გუნდის“ სახელით შეუერთდა. ის 5 წელია, რაც “Powerlifting”-ის “Bench-press”-ის სახეობითაა დაკავებული.

“Ritm fitness club“-ის ორგანიზებით ჩატარებული შეჯიბრი ქალაქ რუსთავის სამხატვრო სპორულ და ახალგაზრდულ განვითარების ცენტრში გაიმართა.

რუსთავის ღია ჩემპიონატის შედეგებს წარმოგიდგენთ:
  • ჯაბა სეფიაშვილი 60 კგ წონაზე სიმძიმის აწევაში 152,5 კგ აწია. მან ახალგაზრდებს შორის ევროპის რეკორდი დაამყარა.
  • ზურა ძამუკაშვილმა ასევე მსოფლიო რეკორდი მოიპოვა. მან 320 კგ სიმძიმე აიწია.
  • მარიამ ბეგლარაშვილი - “deadlift” 145 კგ
  • გიორგი გელაშვილი - “deadlift” 145 კგ
  • გაგა გოგოლაძე - “bench press” 130 კგ
  • ალექსანდრე ციკლაური - “deadlift” 250 კგ
  • ზუკა გვინიანიძე - “bench press” 127,5 კგ
  • თამუნა ზაკალაშვილი - “deadlift” 120 კგ
  • ანამარია ჯალიაშვილი - “deadlift” 140 კგ
  • ელიზბარ მამედოვი - “bench press” 150 კგ
ჩემპიონატის ბოლოს გამარჯვებულებს ორგანიზატორების მიერ მედლები და სერტიკიატები გადაეცა.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები