გარდაბანში კიგბოქსინგის ტურნირი ჩატარდა (FOTO)
30 დეკემბერს გარდაბანში კიგბოქსინგის ტურნირი ჩატარდა. საქართველოს ტაიბოქსის და კიგბოქსის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარებულ ტურნირზე ბოლნისის რაიონის სოფელი ქვემო გოშაკილისეში მოქმედი კიგბოქსის კლუბის „ინამის“ სპორტსმენებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კლუბი „ინამის“ მთავარი მწვრთნელის, შახინ ბახტიაროვის თქმით მისი 5 მოზარდი შეჯიბრზე იღებდა მონაწილეობას.

„ჩემი სტუდენტებიდან ოთხმა პირველი ადგილი მიიღო. 1 სტუდენტი კი მეორე ადგილზე გავიდა“, - თქვა შახინ ბახტიაროვმა

ტურნირის ჩატარების მიზანი ტაიბოქსის და კიგბოქსის პოპულარიზაცია და სპორტის განვითარებაა.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები