სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური შეჯიბრისთვის მარნეულის მერიამ 72 ფორმა შეიძინა
2023 წლის თებერვლის ბოლოს ქვემო ქართლში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები გაიმართება. რეგიონალურ თამაშებში მონაწილეობას მიიღებენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გამარჯვებული გუნდებიც.

“მოგახსენებთ, რომ 2022 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალური ეტაპი. აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-მდე საჯარო სკოლა, 741 მოსწავლე, მათ შორის 502 ვაჟი და 239 გოგონა. 2023 წლის თებერვლის თვის ბოლოს დაგეგმილია სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები, სადაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ჩვენი მუნიციპალიტეტის გამარჯვებულმა გუნდებმა; ფეხბურთში (ვაჟებში 12 და გოგონებში 12), ფრენბურთში (ვაჟებში 12 და გოგონებში 12), მაგიდის ჩოგბურთში (ვაჟებში 4 და გოგონებში 4), გეზრბენში (ვაჟებში 4 და გოგონებში 4) და კალათბურთში (ვაჟებში 4 და გოგონებში 4).“ - აღნიშნულია მარნეულის მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო დეკანოიძის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მარნეულის მასშტაბით გამარჯვებული გუნდებისათვის სპეციალური სათამაშო ფორმების შესაძენად გამარტივებული შესყიდვა შ.პ.ს „ჯეოსპორტი“-თან გააფორმა. 3 160 ლარად ადგილობრივი თვითმმართველობა 72 წყვილი სპეციალური სათამაშო ფორმაის, მაისურისა და შორტის, შეძენას აპირებს. აღსანიშნავია, რომ მაისურსა და შორტზე უნდა იყოს დატანილი ლოგოები და გერბები.

რადიო „მარნეული“

Print