თბილისში გამართულ შეჯიბრში კარატის კლუბის ხუთმა მარნეულელმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა
19 თებერვალს თბილისში მუაიტაის თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მარნეულიდან 5-მა სპორტსმენმა მიიღო. მათგან 4-მა ოქროს, 1-მა კი ვერცხლის მედალი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტმა ფაიგ მამედოვმა განაცხადა. მისი თქმით, მარნეულიდან შეჯიბრში მხოლოდ მისი „ოქროს მგლის“ კარატის კლუბის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას.

„თბილისში ჩატარებულ შეჯიბრში მარნეულიდან მხოლოდ ჩემი სპორტული კლუბის სპორტსმენები იღებდნენ მონაწილეობას. მათგან ნიჯათ ალიზადე, ელმიზ ალიევი, იოლჩუ გურბანოვი და აბუზარ ალიევი გავიდნენ პირველ ადგილზე. მხოლოდ ერთი სპორტსმენი, ალი აკბეოვი გავიდა მოერე ადგილზე“ - ამბობს ფაიგ მამედოვი

ფაიგ მამედოვის თქმით, 4-5 მარტს გარდაბანში ჩატარდება კიკბოქსინგის შეჯიბრი და ამ ეტაპზე ამისათვის ემზადებიან. ის იმედოვნებს რომ ამ შეჯბრიდანაც გამარჯვებით დაბრუნდებიან.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები