„რეალის“ ლეგენდა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა
„რეალის“ ლეგენდარული ფეხბურთელი და სამეფო კლუბის საპატიო პრეზიდენტი ამანსიო ამარო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, – წერს ესპანური მედია.

ამანსიო „რეალში“ 1962-76 წლებში თამაშობდა. მან ცხრაჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, სამჯერ – ესპანეთის თასი და 1966 წელს – ჩემპიონთა თასი. 14 სეზონის განმავლობაში „ელ ბრუხომ“ („ჯადოქარი“) სამეფო კლუბში 471 მატჩი ჩაატარა და 155 გოლი გაიტანა.

გარდა ამისა, ამანსიომ 42 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა ესპანეთის ნაკრებში, რომელთან ერთადაც 1964 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

2022 წელს ამანსიომ კლუბის კიდევ ერთი ლეგენდა – პაკო ხენტო შეცვალა „რეალის“ საპატიო პრეზიდენტის პოსტზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები