მარნეულელმა ძიუდოისტებმა, სამმა გოგომ და ცხრა ბიჭმა, ხერგიანის ტურნირზე მედლები მოიპოვეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, 25 თებერვალს, მარნეულში თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ძიუდოში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობას იღებდა საქართველოს მასშტაბით ძიუდოს 25 გუნდის 200-მდე წარმომადგენელი სპორტსმენი.

ტურნირი გაიმართა როგორც გოგოებს, ისე ბიჭებს შორის.

„გოგონათა სპორტის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს სპორტული სკოლისთვის. მნიშვნელოვანია მათი აქტიური ჩართულობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მომავალ თაობაში“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

მარნეულის სპორტული სკოლის განცხადების მიხედვით, გოგოებს შორის ტურნირი 2009-2010 წლებში დაბადებულ სპორტსმენებში გაიმართა, სადაც წარმატებით იასპარეზეს მარნეულელმა სპორტსმენებმა.

52 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-ქეთი ხარაზიშვილი
52 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-ლიზა დავაძე
+57 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-ჯანა სარქისიანი

ტურნირზე ისაპარეზეს 2011-2012 წლებში დაბადებულმა ბიჭებმა. მარნეულის სპორტული სკოლის 9 აღსაზრდელმა ბიჭმა ტურნირში სხვადასხვა კატეგორიის მედლები მოიპოვეს.

27 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი- ანდრია ფანგანი
42 კგ წონითი კატეგორია
პირველი ადგილი-ვანო ბურნაძე
50 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-შოთა ოქროპირიძე
20 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი-დაჩი ნავერიანი
20 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ზაურიკო შუბითიძე
24 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-სანდრო შუბითიძე
24 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ხვიჩა თედორაძე
46 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი-გაბრიელ ფანგანი
+50 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი - ლუკა ნავერიანი

თემურ ხერგიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი სოფელ თამარისის სპორტულ ცენტრში გაიმართა. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებით და დიპლომებით.

რადიო „მარნეული“

გარეკანის ფოტო: მარნეულის სპორტული სკოლა
Print