თამთა ნავერიანმა და სალომე ხარშილაძემ საქართველოს ჩემპიონატზე მშვილდოსნობაში წარმატებით იასპარეზეს
12 მარტს, თბილისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში 18 მეტრზე, ახალგაზრდებს შორის.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელებმა. ინფორმაციას მარნეულის სპორტული სკოლა ავრცელებს და განმარტავენ, რომ შეჯიბრზე საპრიზო ადგილები თათა ნავერიანმა და სალომე ხარშილაძემ დაიკავეს.

18 წლამდე მშვილდოსანთა შორის ჩემპიონობა მოიპოვა თამთა ნავერიანმა (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი)


21 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა სალომე ხარშილაძემ.(პირადი მწვრთნელი: გიორგი გორდეზიანი)


შეჯიბრი ჩატარდა „WORLD ARCHERY“ (WA)-ის წესების მიხედვით.

ტურნირის ჩემპიონს და პრიზიორებს შესაბამისი ხარისხის მედალი, სიგელი და ფულადი პრიზი გადაეცათ.

ტურნირს ესწრებოდნენ, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი თამარ გურგენიძე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სიმონ ნოზაძე, საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის დირექტორი, მამუკა ნავერიანი.

/გარეკანის ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა/

Print