მარნეულელი კიკბოქსიორი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა
12 მარტს თბილისში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში და შერეულ ორთაბრძოლაში რომელში მონაწილეობასაც მარნეულელი სპორტსმენიც იღებდა.

მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტურნირში წარმატებით იასპარეზა გიორგი მირზოიანმა, რომელმაც ტურნირის ჩემპიონის ტიტული მიიღო.

„ტურნირზე წარმატებით იასპარეზა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის აღსაზრდელმა გიორგი მირზოიანმა (პირადი მწვრთნელი კახა ჭკადუა). გიორგიმ ბრძოლა გამართა 51 კგ წონით კატეგორიაში, სადაც დაუპირისპირდა ირანელ სპორტსმენს.
სამ რაუნდიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა მეტოქე და გახდა ტურნირის ჩემპიონი.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა ულოცავს გიორგის და მის მწვრთნელს მიღწეულ წარმატებას.“
- აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ტუტნირში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის წარმომადგენელი სპორტსმენებიც.

რადიო „მარნეული“

Print