მარნეულის „ალგეთმა“ ჩემპიონთა ლიგაზე ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა
“2023 წლის ჩემპიონთა ლიგის“ ფარგლებში მარნეულის ფეხბურთის გუნდმა „ალგეთი“, 13 მარტს, ორ ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 13 მარტს სოფელ თამარისის სტადიონზე საფეხბურთო გუნდმა „ალგეთი“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშების კალენდარული თამაში გამართა 2007 და 2009 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის.

ერთმანეთს დაუპირისპირდნენ:
2007 წ
მარნეულის "ალგეთი"- თბილისი "დიდი ლილო"
მატჩი დასრულდა ალგეთის გამარჯვებით, ანგარიშით: 2:1
2009 წ
მარნეულის "ალგეთი"- თბილისი "ნორჩი დინამო"
შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა ალგეთის გუნდმა, ანგარიშით 2:0

მარნეულის სპორტული სკოლის ინფორმაციით, წელს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას მარნეულის გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა იღებს.

„მარნეულის მუნიციპალიტეტი წელს ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს გუნდების უპრეცედენტო რაოდენობით. მარნეულის ალგეთი წარმოდგენილი იქნება ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში (2007, 2009,2011, 2014 წწ)“. - აღნიშნულია სპორტული სკოლის განცხადებაში

ტურნირი ხორციელდება აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით.

რადიო „მარნეული“

Print