თავისუფალ ჭიდაობაში ღია რეგიონულ ტურნირში შვიდმა მარნეულელმა სპორტსმენმა წარმატებით იასპარეზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის განცხადებით, თავისუფალი
სტილით
მოჭიდავე მარნეულელმა სპორტსმენებმა ქვემო ქართლის ღია რეგიონულ
ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.
„მიმდინარე წლის 17-18 მარტს, ქალაქ რუსთავში, გაიმართა
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, რესპუბლიკური კატეგორიის
მსაჯის, ღირსების ორდენის კავალერის, ქალაქ რუსთავის საპატიო
მოქალაქის, პეტრე ჯაოშვილის სახელობის, ქვემო ქართლის ღია რეგიონული
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში უმცროს ჭაბუკთა შორის“. -
აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაიში
ტურნირზე ასპარეზობდნენ:
52 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი- ვასიფ აშიგოვი
47 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- რომან ადიგოზალოვი
52 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ელთუნ ნაიზოვი
სპორტსმენების პირადი მწვრთნელი- შახვალად აშიგოვი
35 კგ წონითი კატეგორია
მეორე ადგილი- ალმირ გასანოვი
23 კგ წონით კატეგორია
მესამე ადგილი-გასან ვალიელი
58 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- ელთუნ იოლჩიევი
სპორტსმენების პირადი მწვრთნელი-ვაგიფ ფარაჯოვი
41 კგ წონითი კატეგორია
მესამე ადგილი- რენატ გუსეინოვი
პირადი მწვრთნელი- ვახტანგ ნარიაშვილი.
რადიო „მარნეული“