საქართველოს სპორტსმენებმა ანტალიაში ჩატარებულ ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა
მარნეულელი და გარდაბნელი 14 სპორტსმენი თურქეთში, ქალაქ ანტალიაში ჩატარებულ საერთაშორისო კიგბოქსინგის ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა. 21-22 ოქტომბერს ჩატარებულ ტურნირიდან სპორტსმენები მედლით დაბრუნდნენ.

პირველ ადგილზე გასული სპორტსმენები:
  • ნაზიმ საფაროვი- 26 კგ
  • ნიჰათ სოფიევი - 26 კგ
  • უმუდ მუსტაფაევი - 28 კგ
  • ქერიმ ველიევი - 32 კგ
  • ელმირ მუსტაფაევი - 34 კგ
  • ჯანარ მამედოვი - 32 კგ
  • გოშგარ ჩობანალიევი - 35 კგ
  • ელიმხან
    დაშდამიროვი - 47 კგ
  • ნიზამი მუსაევი - 54 კგ
  • ბურჰან ალიევი - 63 კგ
  • აიხან მოვლაევი - 67 კგ
  • სურაჯ ხალილოვი - 71 კგ
მესამე ადგილზე გასული სპორტსმენები:
  • ფამილ კაარევი - 52 კგ
  • სალმან ისმაილოვი - 55 კგ
აღსანიშნავია, რომ ანტალიაში გაამრთულ ტურნირზე “Korkutan fight night”-ში აზერბაიჯანი, რუსეთი, გერმანია, პორტუგალია, ირანი, ყაზახეთი, უზბეკეტი, თურქეთი, საქართველოდან 200-მდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას.

ამ შეჯიბრზე საქართველოს წარმოადგენდა გარდაბნის კლუბი „Qardabani Fight Kickboxing” და მარნეულის რაიონის სოფელი ლეჟბადინში მოქმედი „ჯალილ საფაროვის“ სახელობის კლუბი.


Print