კვარაცხელიამ adidas-თან კონტრაქტი გააფორმა [VIDEO]
საქართველოს ნაკრებისა და იტალიური ნაპოლის ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ცნობილ გერმანულ ბრენდ
adidas-თან კონტრაქტი გააფორმა.

Instagram-ზე ადიდასის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში მოქმედება ნეაპოლში ვითარდება, სადაც ქართველ ფეხბურთელს ახალ თეთრ-ლურჯ adidas Predator-ის ბუცს გადასცემენ.

მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.


წყარო: ტაბულა
Print