20 ივნისს FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც
საქართველოს ნაკრები ერთი საფეხურით დაწინაურებულია და ამჟამად 74-ე
პოზიციას იკავებს.
ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობს, წინ კიდევ
2 მატჩი აქვს და წარმატების შემთხვევაში,
კვლავ წინსვლა ელის.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეულში ცვლილებებია. მე-4 ადგილზე გადაინაცვლა
ბრაზილიამ, რომელმაც ამ პოზიციაზე ინგლისი ჩაანაცვლა.
პირველ პოზიციას არგენტინა, მეორეს საფრანგეთი, მესამეს კი ბელგია
იკავებს.