საქართველოს მომავალი ფეხბურთელი გარდაბნელი იუსიფ მეჰდიევი - „დინამო“ თბილისის აკადემიაში დაუზარელი შრომა

23 ივნისს გარდაბნის სოფელ ყარაჯალარის მკვიდრი, 18 წლის, ფეხბურთელი იუსიფ მეჰდიევი

ტელეკომპანია „ფორმულაში“ სამირა ბაირამოვას გადაცემის „ყოველდღე“ სტუმარი იყო. იუსიფ მეჰდიევი „დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელი და საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების წევრია.

„ფეხბურთის თამში რუსთავში, 8 წლის რომ ვიყავი მაშინ დავიწყე. ადრე მამა თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ პროფესიულ დონეზე ვერ ითამაშა. უნდოდა მე მეთამაშა. ჩემში რომ დაინახა ინტერესი ფეხბურთზე რუსთავში
გამომგზავნა“.
- ამბობს იუსიფი

იუსიფის თქმით, მან ფეხბურთის თამაში სიამოვნების მიღებისა და სიყვარულის გამო დაიწყო.

„ახლა მიღწეული წარმატებები თავიდან ჯერ არც წარმომედგინა. კიდევ მაქვს მიზნები რომელსაც უნდა მივაღწიო. მამამ რომ დაინახა ჩემში ფეხბურთისადმი ინტერესი მაშინ დავიწყე ფეხბურთის ყურება. პირველად რეალ მადრიდის, რონალდოს თამაშს ვუყრე. დღემდე რონალდო არის ჩემი იდეალი“.

მეჰდიევმა საქართველოს ნაკრების თამაშიც შეაფასა და თქვა, რომ ნაკრებმა კარგი მომზადება და თამაში აჩვენა.

„ამ ტურნირზე პირველად გავდივართ. საერთოდ, აქ თამაში რთულია. ნაკრებები ყველა ძლიერია. ვფიქრობ, რომ ურქეთთან დამარცხების, ხოლო ჩეხეთთან 1:1 ანგარიშით დასრულების მიუხედავად, ნაკრებმა კარგად ითამაშა. ახლა ძალიან რთულ მოწინააღდეგესთან გვექნება თამაში. ფეხბურთში ყოველთვის ყველაფერი ხდება. ვიმედოვნებ რომ ამ ჯგუფიდან გავალთ“.

2022-წელს იუსიფ მეჰდიევი გამოსაცდელად ბელგიაში წავიდა. ამბობს, რომ ევროპელ და ქართველიფეხბურთელებს შორის განსხვავება ნიჭი არ არის.

„უფრო მეტი პროფესიონალიზმი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური მომზადებულობაა საჭირო. მე იქ რომ წავედი რთულ წვრთნებს ატარებდნენ, მაგრამ ასეთი წვრთნები საქართველოში არ ტარდება. მე ქალაქ კენტში მოსამზადებლად წავედი. დღეში 3 ჯერ გავდიოდი წვრთნას. დილის 7 საათზე რბენა, შუადღისას ბურთით წვრთნა, საღამოს კი ძალა ან პირიქით. მე დინამოს აკადემიის ბაზაზე ვცხოვრობ. ყველაფერი რეჟიმით ხდება. დილით ვიღვიძბეთ, დიეტოლოგები დღეში 3 ჯერ კვების წესს გვიწერენ. ჯანსაღი კვებაა. ამის გარდა თვითონ სტადიონზე გავდივართ წვრთნებს“.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 2023 წლიდან თბილისი დინამოს აკადემიაში თამაშობს და იმავე წელს სეზონის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები