გარდაბანში კიკბოქსინგსა და MMA-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
19-20 დეკემბერს გარდაბანში კიკბოქსინგსა და MMA-ში საერთაშორისო ტურნირი გაიმართება. ტურნირის ორგანიზატორი "გარდაბნის მებრძოლთა კლუბის" მწვრთნელი ჰაჯი ვალიევია.

ტურნირში საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, უზბეკეთისა
და ავღანეთის სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. შეჯიბრი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოში მდებარე „საზეიმო სასახლე ქესალოში“ გაიმართება და შეხვედრები 18:00 საათზე დაიწყება.

ტურნირის ფარგლებში სულ 12 კიკბოქსინგის და 4 MMA მატჩი გაიმართება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები