მარნეულელი მშვილდოსანი გოგო საქართველოს ვიცე ჩემპიონი გახდა
მარნეულელმა მშვილდოსანმა გოგომ, ელენე ქალდანმა, მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზე და ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა.

მშვილდოსნობაში საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრები მარნეულის მუნიციპალიტეტში, „აზერბაიჯან ჰაუსის“ სპორტულ ცენტრში 23-26 იანვარს გაიმართა.

„საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის და მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ორგანიზებით, ასევე სპორტის სამინისტროს და მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, “აზერბაიჯან ჰაუსის” სპორტულ ცენტრში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი მშვილდოსნობაში, 18 მეტრ დისტანციაზე, სამ ასაკობრივ
კატეგორიაში.
ტურნირზე წარმატებით იასპარეზა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის მშვილდოსანმა გოგონამ, ელენე ქალდანმა (პირადი მწვრთნელი: ეკა აბაიშვილი) და 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ვიცე ჩემპიონობა მოიპოვა“
. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის განცხადებაში

ჩემპიონატი გაიმართა 15 წლამდე, 21 წლამდე და 21+ ასაკობრივ კატეგორიებში. შეჯიბრში მონაწილეობა 80-მდე სპორტსმენმა მიიღო.

ტურნირის ჩემპიონებსა და პრიზიორებს დიპლომები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები