მარნეულის სპორტული სკოლა მგზავრთა გადაყვანასა და სასტუმროს მომსახურებაში 84 750 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტულმა სკოლამ 2025 წლის განმავლობაში მგზავრთთა გადაყვანის და სასტუმროში განთავსების მომსახურებების შესყიდვისათვის ორი ხელშეკრულება გააფორმა.

მგზავრთა გადაყვანის მომსახურების შესყიდვისათვსი სპორტული სკოლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ინდივიდუალურმა მეწარმემ, დავით ბრაჭულმა მიიღო. სპორტულ სკოლას 30 000 ლარად ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი, ხოლო დავით ბრაჭულმა მომსახურების გაწევა 25 500 ლარად შესთავაზა. მიუხედავად ბრაჭულის შეთავაზებისა, მარნეულის სპორტულმა სკოლამ მას ხელშეკრულება
30 150 ლარად გაუფორმა - სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ თანხაში შედის გადასახდელი დღგ-ც.

დავით ბრაჭული ვალდებული იქნება 2025 წლის განმავლობაში მოემსახუროს მარნეულის სპორტულ სკოლას და გადაიყვანოს მგზავრები დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად. ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველმა სერვისის მიწოდება 15 000 კილომეტრის ფარგლებში უდნა უნდა უზრუნველყოს.

მარნეულის სპორტულმა სკოლამ მეორე ტენდერი სასტუმროს მომსახურებისათვის გამოაცხადა. 54 600 ლარად სპორტული სკოლა გეგმავს 2025 წლის განმავლობაში მიიღოს სასტუმროს მომსახურება გასვლით შეხვედრებში, შეკრებებში და შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის.

„მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს სასტუმროს მომსახურება მიაწოდოს, სპორტული ღონისძიების ლოკაციიდან, ფეხით გადაადგილებისთვის გონივრულ(ლოგიკურ) მანძილზე, სპორტსმენების ინტერესებიდან გამომდინარე. სატენდერო პირობების დაკმაყოფილების ფარგლებში პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს უახლოეს მომსახურების ობიექტს.
მიმწოდებელს უნდა შეეძლოს ერთდროულად ერთ ლოკაციაზე 20 ბენეფიციარისთვის მომსახურების გაწევა.
საორიემტაციო მოცულობა: ღამისთევა სასტუმროში - 450 ღამე და სასტუმროს მომსახურებასთან დაკავშირებული კვების(სამჯერადი კვება) მოსახურება - 600 დღე“.
- აღნიშნულია ტენდრში

სასტუმროს მომსახურების შესყიდვის ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს ბონ ვოიაჟმა მიიღო. მარნეულის სპორტულმა სკოლამ ბონ ვოიაჟთან 54 600 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები