მარნეულელმა ძიუდოისტმა გოგოებმა თბილისში გამართულ პირველ სარეიტინგო
ტურნირში
წარმატებით იასპარეზეს და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლისთვის
პრიორიტეტს წარმოადგენს გოგონათა ჩართულობის ხელშეწყობა სპორტში.
მნიშვნელოვანია, რომ გოგონებს ჰქონდეთ წვდომა სპორტის სხვადასხვა
სახეობაზე“. - აღნიშნულია მარნეულის სპორტული სკოლის
განცხადებაში
63 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა
ქეთი
ხარაზიშვილმა, მისი პირადი მწვრთნელი ზურა ბეჟანიშვილია.
44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა ბარბარე
ცარციძემ, რომლის პირადი მწვრთნელიც სანდრო იაკობაშვილია.
რადიო „მარნეული“