მარნეულელმა სპორტსმენმა რაულ ელჩიევმა ჭიდაობა გრაპლინგში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა
თბილისში გაიმართულ საქართველოს ჩემპიონატში, ჭიდაობა გრაპლინგში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენმა, რაულ ელჩიევმა წარმატებით იასპარეზა, და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ინფორმაციას სპორტული სკოლა ავრცელებს და წერს, რომ სპორტსმენის პირადი მწვრთნელი, რამინ ელჩიევია.

გრაპლინი არის ჭიდაობის სახეობა , რომელიც ძირითადად მოიცავს თავისუფალი სტილის, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს, ძიუდოს და სამბოს ტექნიკების გამოყენებას.

გრაპლინგი არ მოიცავს დარტყმებს არამედ ფოკუსირდება მეტოქის
დაჭერაზე, ეს შეიძლება მოიცავდეს მუხლებზე, ფეხებზე და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშაობას.

გრაპლინგი შედის მსოფლიო ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის სახეობებში და ხშირად გამოიყენება შერეულ ორთაბძოლებში, როგორიცაა "MMA."


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები