მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა, გიგლა წიფიანმა, სანდრო
იაკობაშვილმა, ემზარ ქალდანმა და გელა ქალდანმა, ევროპის თასზე
წარმატებით იასპარეზეს.
მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით,
საპრიზო ადგილზე გასული ვეტერანი ძიუდოისტების უმრავლესობა მარნეულის
სპორტული სკოლის მწვრთნელია.
„თბილისში გაიმართა 2025 წლის ევროპის თასი ვეტერან
ძიუდოისტთა შორის, სადაც მარნეულელმა ვეტერანმა ძიუდოისტებმა ოთხი
მედალი მოიპოვეს, მათ შორი ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და
ერთი ბრინჯაოს
მედალი“. - აღნიშნულია სპორტული სკოლის
განცხადებაში
M8 -73 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა გიგლა
წიფიანმა;
M2 -81 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა სანდრო
იაკობაშვილმა;
M6 -90 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა ემზარ
ქალდანმა;
M1 -90კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა გელა ქალდანმა.