მამარდაშვილისა და ქოჩორაშვილის გუნდებმა ანგარიშში ჩამორჩენის მიუხედავად გამარჯვება მოახერხეს
საფეხბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ორი ქართველის გუნდმა ითამაშა: გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ფრანკფურტს ეწვია და „აინტრახტთან“ 5:1 გაიმარჯვა.

26-ე წუთზე ანგარიში კრისტენსენმა გახსნა, თუმცა ეს ლივერპულელთათვის გამოსაფხიზლებელი ჩხვლეტა აღმოჩნდა. მას მერე მეტოქეს 5 გოლი გაუტანეს – კონატემ, სობოსლაიმ, გაკპომ, ვან დაიკმა და ეკიტიკე.

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ საკუთარ მოედანზე „მარსელს“ მე-14 წუთზე ჩამორჩა გოლი პაისაომ გაიტანა. თუმცა მეორე

ტაიმში ქართველის გუნდმა თამაშის გადარჩენა მოახერხა – გოლები გატამომ და ალისონ სანტოსმა ჩაიწერეს და „სპორტინგმა“ 2:1 მოიგო.

მამარდაშვილმა მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო ქოჩორაშვილი სათადარიგო იყო და არ უთამაშია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები