ბორის ჯონსონი - უკრაინაში შეჭრა იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი - რუსეთმა შესაძლოა ახალი ჩეჩნეთი მიიღოს
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „ახალ ჩეჩნეთს“ რისკავს, რაც სისხლისღვრას და შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს გამოიწვევს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

”უკრაინაში შეჭრა, რუსული პერსპექტივიდან, იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი საქმე”,
- განაცხადა მან.

გუშინ ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს. ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება. CNN-ის წყაროს ინფორმაციით კი, კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანის შესახებ აშშ-ს დაზვერვასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print