აშშ-ში იპოვეს გემი, რომელიც 350 წლის წინ ჩაიძირა
ჩაძირულ გემებზე მონადირეებმა აშშ-ის ტბაში 350 წლის წინ ჩაძირული გემის ნამსხვრევები იპოვეს. ინფორმაციას Daily Express ავრცელებს.

ახლა ისინი გემის ჩაძირვის ზუსტ მიზეზს არ ასახელებენ. ვარაუდობენ, რომ გემი ქარიშხლის შედეგად ჩაიძირა.

ასევე არსებობს ვერსია, რომ გემზე ბუნტი მოხდა და ეკიპაჟის წევრებმა ის უბრალოდ ჩაძირეს და ტვირთი წაიღეს. ამას უარყოფს კვლევის მონაცემები, ვინაიდან ნანგრევებში ხანძრის კვალი არ აღმოჩნდა.

სხვა დეტალები გემის წარმომავლობასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია. 

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები